ოფიციალურად: იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი ცნობილია!
Aa
Aa

ოფიციალურად: იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი ცნობილია!

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და რეიტინგული იტალიური გამოცემის La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მომავალ კვირას იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გამოცხადდება, რომელიც მუშაობას "ევრო 2016"-ის შემდეგ შეუდგება. 

წყაროს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) ამჟამად "ტორინოს" მწვრთნელ ჯამპიერო ვენტურასთან 2 წლიანი კონტრაქტი შეათანმა და იგი "სკუადრა აძურას" 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე უთავკაცებს, წლიური გასამრჯელოს სახით კი 2 მილიონ ევროს მიიღებს.

68 წლის ვენტურას, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა შორეულ 1976 წელს დაიწყო, აქამდე საშუალო და დაბალი დონის იტალიურ გუნდებში უმუშავია, ტიტული არ აქვს მოგებული, "ტორინოს" მესაჭე კი 2011 წლიდანაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები