Aa
Aa

სანტონი შესაძლოა ინტერში დაბრუნდეს

"ინტერის" ყოფილი მარცხენა მცველი დავიდე სანტონი "ნერაძურის" რიგებს უახლოვდება. დიდი შანსია რომ სანტონი ყოფილ კლუბში დაბრუნდეს, რადგან ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა:

"მისი დაბრუნება "ინტერში"? ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, თუმცა ამ მომენტისთვის მე ვერ გეტყვით უფრო მეტს".

იტალიური ფეხბურთის ექსპერტი ჯან ლუკა დი მარციო კი ამ ტრანსფერში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ სანტონი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ინტერის“ საბოლოო შენაძენი იქნება.

 

„ეს „ინტერისთვის“ ამ სატრანსფერო პერიოდის ბოლო გარიგება იქნება. ფეხბურთელი თანახმაა ყოფილ გუნდში დაბრუნებაზე. ტრანსფერის პირობები კი ასეთია: "ინტერს" სანტონის იჯარით აყვანა სურს, სავალდებულო გამოსყიდვის უფლებით, მოლაპარაკებები კი წარმატებით მიმდინარეობს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები