Aa
Aa

"ბარსელონას" რადარზე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა!

ესპანური გამოცემა Sport "ბარსელონას" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, კატალონიელები ზაფხულში "ვალენსიას" ცენტრალური მცველის შკოდრან მუსტაფის გადაბირებას შეეცდებიან. 

ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ლუის ენრიკეა, რომელიც გერმანელს სტაბილურ მცველად მიიჩნევს, ისეთად როგორიც, მისი აზრით, "ბარსელონას" ახლა ნამდვილად სჭირდება. 

25 წლის მუსტაფი "ვალენსიაში" 2014 გადავიდა და უმალ გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა, მას "ღამურების" რიგებში 61 მატჩში აქვს ჩატარებული, რომლის დროსაც მეტოქეთა კარში 6 გოლი შეაგდო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები