Aa
Aa

"ნაპოლი" მის ერთ-ერთ ლიდერს, კლუბის ისტორიაში სარეკორდო ხელფასს სთავაზობს

"La Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზად არის, რომ კლუბის არგენტინელ თავდამსხმელს, გონსალო იგუაინს ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს.

ფეხბურთლსა და კლუბს შორის მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლამდე არის გათვლილი, რომლის თანახმადაც იგუაინი წელიწადში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მიმდინარე სეზონში კი, როგორც მოგეხსენებათ "პიპიტამ" იტალიის ჩემპიონატში 36 გოლის გატანა შეძლო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია(მან გუნარ ნორდალის მაჩვენებელი გააუმჯობესა, რომელმაც 1949-50 წლების სეზონში 35 გოლი გაიტანა). სწორედ ამის გამო, კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, რომ იგუაინს კონტრაქტი 2020 წლამდე გაუხანგრძლივოს, ხოლო ანაზღაურების სახით, წელიწადში 7 მილიონი ევრო შესთავაზოს.

იმ შემთხვევაში, თუ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს, იგუაინის ხელფასი "ნაპოლის" ისტორიაში სარეკორდო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები