ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბაიერნმა "მანჩესტერს" სასურველი ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალა!

მოულოდნელი ცნობა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მიუნხენის "ბაიერნის" "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

საქმე ისაა, რომ "რეკორდმაისტერმა" ზაფხულისთვის პირველი ტრანსფერი გააოფიციალურა და ლისაბონის "ბენფიკას" 18 წლის ნახევარმცველი რენატო სანჩესი შეიძინა. 

ფეხბურთელი მიუნხენში გუშინ ხელშეკრულების გასაფორმებლად გვიან საღამოს ჩავიდა და 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "ბაიერნმა" კი მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, კიდევ 45 მილიონს პორტუგალიური კლუბი ბონუსების სახით მიიღებს. 

"მოხარული ვართ მისი შეძენით, იგი მომავლის "ბაიერნისთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა გახდეს" - ეს კარლ-ჰაინც რუმენიგეს მოკლე განცხადებაა. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები