Daily Mirror: კონტეს პირველი დიდებული ტრანსფერი
Aa
Aa

Daily Mirror: კონტეს პირველი დიდებული ტრანსფერი "ჩელსიში"!

საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს ბრიტანული Daily Mirror, რომლის თქმითაც "ჩელსიმ" იტალიურ "რომასთან" და მის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანთან ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით ბელგიელი "ლურჯებთან" 5 წლიან ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს, მისი ყოფილი კლუბი კი გარიგების სანაცვლოდ 28 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. 

27 წლის ნაინგოლანის კარიერა 2006 წელს "პიაჩენცაში" დაიწყო, შემდეგ იყო "კალიარი", "რომაში" იგი 2014 წლიდან თამაშობს და 66 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

მისი სანაკრებო მონაგარი კი 2009 წლის შემდეგ, 18 თამაში და 4 გოლია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები