ასე ხვდებიან კრიშტიანუს მანჩესტერში...
Aa
Aa

ასე ხვდებიან კრიშტიანუს მანჩესტერში...

კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერში, როგორც გმირს, ისე დახვდნენ - ამ სათაურით სტატიას ესპანური AS. 

"სამეფო კლუბის" პორტუგალიელ ვარსკვლავს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები აეროპორტში ძალიან თბილი შეძახილებით შეეგებნენ და რამდენიმე მათგანმა "კრიშტისთან" ფოტოც გადაიღო. 

"წითელი ეშმაკების" ქომაგებს მისი "მანჩესტერული" კარიერა არ დავიწყებიათ, თავად კრიშტიანუც შეჩერდა და უამრავ ქომაგს ავტოგრაფები დაურიგა. 

ასეთი თბილი და ტკბილი ატმოსფეროა "სიტი"-"რეალი"-ს შეხვედრამდე, რომელიც 22:45-ზე დაიწყება და ვნახოთ მატჩის შემდეგ რამდენად ექნებათ საზეიმოდ საქმე მეორე მანჩესტერული კლუბის, "სიტის" ქომაგებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები