ფალკაოს ახალი ვარიანტი
Aa
Aa

ფალკაოს ახალი ვარიანტი

ლონდონის "ჩელსის" ფოტვარდი რადამელ ფალკაო სეზონის ბოლოს ინგლისის დედაქალაქს რომ დატოვებს არახალი ამბავია. ისიც ფაქტია, რომ ასეთ ფორმაში მყოფსაც მსურველები არ დაელევა. რამდენიმე ხნის წინ გაიჟღერა "ვალენსიას" ვარიანტმა, თუმცა ბოლო დროს ეს ხმები ჩაცხრა.

სამაგიეროდ, Corriere dello Sport-ის ცნობით, კოლუმბიელს ახალი მსურველი, იტალიური "რომა" გამოუჩნდა. ლუჩიანო სპალეტის ფალკაოს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და თუ წყაროს დავუჯერებთ, ფეხბურთელი ზაფხულში რომაელებისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ 30 წლის თავდამსხმელი "მონაკოს" საკუთრებაა და "სტემფორდ ბრიჯზე" განათხოვრების წესით თამაშობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები