Aa
Aa

"დორტმუნდმა" 18 წლის ვუნდერკინდი ოფიციალურად გაიფორმა!

ფრანგული "რენის" 18 წლის ფორვარდი უსმან დემბელე ეფექტური და შედეგიანი თამაშის წყალობით, არაერთი ევროპული ტოპ-კლუბის სამიზნედ იქცა.

ფეხბურთელისადმი ინტერესს "დორტმუნდი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" იჩენდნენ. 

დღეს კი გაირკვა, რომ ყველას დორტმუნდის "ბორუსიამ" აჯობა და 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დემბელე თავის რიგებში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული Bild ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია და ზაფხულიდან 18 წლის მოთამაშე "სიგნალ იდუნა პარკს" მიაშურებს. 

დემბელეს "რენის" შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 12 გოლი აქვს გატანილი, რასაც 5 შედეგიანი გადაცემაც ემატება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები