ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "მოკეტეთ, მე თქვენზე 10-ჯერ მეტი ხელფასი მაქვს"!

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შეხვედრის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომელიც ნეიმარის უხიაგ გამოხტომას მოყვა, ხელი შეეშალა მეტოქე ფეხბურთელებისთვის გამარჯვების აღნიშვნაში. 

ბრიტანული mirror ესპანურ SuperDeporte-ზე დაყრდნობით, ავრცელებს იმ სიტყვებს, რომელიც ნეიმარმა ვალენსიელთა განაპირა მცველს, ანტონიო ბარაგანს უთხრა:

"მოკეტე, მე შენზე 10-ჯერ მეტ ხელფასს ვიღებ! შენ და შენი გუნდი არაფერს წარმოადგენთ"...

ვერაფერს იტყვი, დიდი ვერაფერი საამაყო საქციელია და არ შეგვიძლია, არ დავეთანხმოთ იმავე ანტონიო ბარაგანს, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრაზილიელმა ჯერ წაგების ღირსეულად მიღება უნდა ისწავლოს და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს სამაგალითო სპორტსმენობაზე. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები