მიულერი:
Aa
Aa

მიულერი: "ვიდალი სიმულირებდა!"

ტომას მიულერის დუბლით გერმანიის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" და ბრემენის "ვერდერი", ანგარიშით 2:0 დაამარცხა და თასის ფინალში გააღწია.

მეორე ბურთი მიულერმა პენალტით შეაგდო, ეს თერთმეტმეტრიანი კი ბევრის აზრით უსამართლოდ დაინიშნა. ამავე აზრზეა თავად გოლის ავტორიც, რომელმაც თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ მისცა:

"დინამიკაში ისე ჩანდა, თითქოს დარღვევა იყო, თუმცა გამეორებისას დავრწმუნდი, რომ არანაირი თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა და ვიდალი სიმულირებდა". - მოკლედ და კონკრეტულად გაშიფრა ეპიზოდი "ბაიერნის" ლიდერმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები