ტოტის
Aa
Aa

ტოტის "ლესტერი" ეპატიჟება, თუმცა...

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, "რომას" სიმბოლოს, ფრანჩესკო ტოტის თავისთან "ლესტერი" და კონკრეტულად მისი აპენინელი თავკაცი კლაუდიო რანიერი იწვევს, თუმცა, როგორც გაირკვა, "ჩესკომ" ლესტერშირელები უარით გაისტუმრა. 

მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლოს ლეგენდა "სტადიო ოლიმპიკოს" დატოვებს.

Sky Italia-ს ინფორმაციით ტოტი მოლაპარაკებებს ამერიკულ კლუბ "ნიუ იორკ კოსმოსთან" აწარმოებს. წყაროს თქმით, საქმე სერიოზულადაა და დიდი შანსია, რომ "ჯალოროსის" კაპიტანმა კარიერა სწორედ ნიუ იორკში გააგრძელოს. 

თუკი "გლადიატორი" გუნდიდან წავა, რომში მისი 24 წლიანი კარიერა დასრულდება. ტოტის ამ დროის მანძილზე "რომას" მაისურით ჩატარებულ 596 მატჩში 245 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები