ნოიერმა
Aa
Aa

ნოიერმა "ბაიერნთან" გაახანგრძლივა!

მიუნხენის "ბაიერნის" 30 წლის გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა გუნდთან კონტრაქტი კიდევ 5 წლით, 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. 

"ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ჩემი გუნდი და ორივესთვის ყოველდღიური შრომა, ეს კი წარმატების მიღწევაში მეხმარება". - მეკარე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

ნოიერმა, რომელიც "რეკორდმაისტერში" 2011 წელს "შალკედან" გადავიდა, მიუნხენელების რიგებში ჩემპიონატის 248 თამაშის ჩატარება მოასწრო. ტიტულების მხრივ კი, გერმანიის ჩემპიონობას (3), თასსა (2) და სუპერთასს ფლობს. ხოლო საერთაშორისო დონეზე მისი მონაგარი "ჩემპიონთა ლიგა", "უეფას სუპერთასი" და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია. 

ამრიგად, ნოიერი მე-5 ფეხბურთელი იქნება, ვინც "ალიანს არენადან" 2021 წლამდე არ წავა. სწორედ ამ დრომდე გუნდთან კონტრაქტი ჟერომ ბოატენგს, ტომას მიულერს, დავიდ ალაბასა და ხავი მარტინესს აკავშირებთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები