კრიშტიანუს სამაგალითო საქციელმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა...
Aa
Aa
17 აპრილი 2016  |  00:39

კრიშტიანუს სამაგალითო საქციელმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა...

კრიშტიანუ რონალდუს ძალიან დასაფასებელი და სამაგალითო საქციელი - ასეთი სათაურით აქვეყნებენ სტატიებს ესპანური გამოცემები.

საქმე იმაშია, რომ პატარა ბავშვის მშობლებმა თავიანთი ავადმყოფი შვილის დახმარების თხოვნით ფეხბურთელს წერილობით მიმართეს. ისინი რონალდუს ავტოგრაფიან მაისურსა და ბუცებს სთხოვდნენ, რათა გაეყიდათ და ბავშვისთვის საჭირო ოპერაციის ფული შეეგროვებინათ.

როგორც გაირკვა, ფეხბურთელმა ოპერაციისთვის საჭირო თანხა, 83 ათასი დოლარის ჩეკი და ხსენებული ეკიპირება ბავშვის მშობლებს უკვე გადაუგზავნა და მათ პატარას გამოჯანმრთელება უსურვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები