ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "მილანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს!

იტალიური სპორტული სააგენტოების ცნობით, გუშინ საღამოს სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის შორის შეხვედრა შედგა, რომლის მიზეზიც "როსონერიში" სამწვრთნელო ცვლილებები იყო.

დღეს დილიდან ჩვენი იტალიელი კოლეგები ოფიციალურად იტყობინებიან, რომ სინიშა მიხაილოვიჩი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი სეზონის ბოლომდე გუნდს კრისტიან ბროკი უხელმძღვანელებს. 

ბროკიმ სამწვრთნელო საქმიანობა 2008 წელს "მილანის" აკადემიაში დაიწყო. ამჟამად 40 წლის სპეციალისტი ფეხბურთელობისას "შავ-წითლების" ღირსებას 1994-1998 და 2001-2008 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები