დანტე:
Aa
Aa

დანტე: "ვოლფსბურგის" შანსი 2%-ია"!

"ვოლფსბურგის" ცენტრალურმა მცველმა დანტემ "რეალთან" დაპირისპირების წინ მეტისმეტად პესიმისტური კომენტარი გააკეთა, მას პრაქტიკულად ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა გავიდნენ "მგლები" შემდეგ ეტაპზე:

"სიმართლის თქმა ყველაფერს ჯობს, "რეალი" ამ ეტაპზე ჩვენზე ძლიერია. მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ფეხბურთელთა და ზოგადად, კლუბის გამოცდილებაა, "ვოლფსბურგმა" ხომ "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალში პირველად გააღწია. ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა ტურნირის ამ სტადიაზე პირველად ითამაშებს. ასეთი დონის მატჩებში კი გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ორრაუნდიან დაპირისპირებაში, "ვოლფსბურგის" შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი 2%-ია". - აქვეყნებს 32 წლის დანტეს სიტყვებს ესპანური marca. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები