ანდრეი შევჩენკო:
Aa
Aa

ანდრეი შევჩენკო: "ძალიან სამწუხაროა, ის დიდი ადამიანი იყო"!

იტალიური "მილანის" 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, მისი ყოფილი თანაგუნდელის პაოლო მალდინის მამის, ჩეზარეს დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა და მცირე კომენტარიც გააკეთა:

"ის დიდებული პიროვნება და შესანიშნავი მწვრთნელი იყო, არა მარტო პაოლოს, გუნდში ყველას მამასავით ეპყრობოდა. ვიცი რა რთულ მდგომარეობაშია მისი ოჯახი, ჩემი მეგობარი პაოლო... ძალიან მძიმეა, როცა ასეთი ადამიანი გვტოვებს. - განაცხადა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ჩეზარე მალდინი "მილანში" 1954-1966 წლებში თამაშობდა და ჯამში "როსონერის" მაისურით 400-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელობაც სწორედ ამ გუნდში 1970 წელს დაიწყო და "სან სიროზე" 4 წელი იმუშავა (2 წელი ასისტენტად, 2 კი მთავარი მწვრთნელის რანგში), ხოლო მეორედ იგი "შავ-წითლებს" სათავეში 2001 წელს ჩაუდგა, მაშინ როცა შევჩენკო კლუბში 2 სეზონის გადასული იყო და უკვე "მილანის" ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. დავამატოთ ისიც, რომ უფროს მალდინის იტალიის ნაკრებშიც აქვს ნამუშევარი, მას "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის პოსტი 1996-1998 წლებში ეკავა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები