Mirror :
Aa
Aa

Mirror : "ჩელსიმ" ტერის შემცვლელი მოუნახა!

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული გამოცემა Mirror -ი საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ლონდონის "ჩელსი" ჯონ ტერის შემცვლელად "დორტმუნდის" მცველის მატს ჰუმელსის მოყვანას გეგმავს, რომლის გადაბირებაც პირადად "ლურჯების" მომავალ თავკაცს, ანტონიო კონტეს სურს.

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, ლონდონელთა მესვეურები ჰუმელსის მამას ჰერმანს უკვე დაუკავშირდნენ, რომელიც შვილის აგენტია და მასთან კონტრაქტის დეტალებზე ჰქონდათ საუბარი. 

მიუხედავად ინგლისელთა ასეთი სერიოზული ინტერესისა რას გადაწყვეტს ჰუმელსი რთული სათქმელია, რადგან იგი "სიგნალ იდუნა პარკზე" ბედნიერია, მისი გუნდი მომავალ სეზონში "ჩემპიონთა ლიგაზე" იასპარეზებს, თუმცა ფულმა შესაძლოა ყველაფერი მაინც "არისტოკრატთა" სასარგებლოდ გადაწონოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები