Don Balon: ჟოზეს 3 სუპერვარსკვლავი
Aa
Aa

Don Balon: ჟოზეს 3 სუპერვარსკვლავი "მანჩესტერისთვის"!

ესპანურმა გამოცემა Don Balon-მა "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს 3 ფავორიტი მოთამაშე დაასახელა, რომელთა შეძენისთვისაც "მანკუნიანელთა" მესვეურები ყველაფერს გააკეთებენ.

"განსაკუთრებულს" იტალიური "ნაპოლის" მეგოლე გონსალო იგუაინის, "იუვენტუსის" ფორვარდის ალვარო მორატასა და "რეალის" კოლუმბიელი სუპერსტარის ხამეს როდრიგესის გადაბირება სურს. 

ხსენებულ ფეხბურთელთა გადაბირებას ძალიან დიდი ფული დასჭირდება, თუმცა ბოლო წლებმა დაგვანახა, რომ "იუნაიტედის" ბოსები სიდუხჭირეს სულაც არ განიცდიან და მონდომების შემთხვევაში თითქმის ყველა მოთამაშის გადაყვანა შეულიათ.

აღვნიშნოთ ისიც, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე ხნის წინ იგუაინს ფასი დაადო და განაცხადა, რომ არგენტინელით შეძენით დაინტერესებულ კლუბს 58 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები