Bild:
Aa
Aa

Bild: "სიტიმ" საზაფხულოდ პირველი ფეხბურთელი გაიფორმა!

ძალიან საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს ერთ-ერთი ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild, რომლის ინფორმაციითაც "მანჩესტერ სიტიმ" პეპ გვარდიოლას პირველი სამიზნე გაიფორმა, რომელიც ივნისიდან კარიერას "ეტიჰედზე" გააგრძელებს. 

საქმე ეხება "დორტმუნდის" 25 წლის შეახაზელ ილქაი გიუნდოგანს, რომელმაც იმავე Bild-ის ცნობით, მანჩესტერელებთან კონტრაქტის პირობებზე უკვე მოილაპარაკა და ამ ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება. სახელდება ხელფასის ოდენობაც, გიუნდოგანი "ქალაქელებისგან" კვირაში 90 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

მართალია, ფეხბურთელის აგენტმა შეთანხმება უარყო, თუმცა ვარაუდობენ, რომ ჯერჯერობით მხარეები ტრანსფერის გახმაურებას ერიდებიან. 

ასე რომ, პეპ გვარდიოლამ გუნდის შენება აქედანვე დაიწყო და მისი პირველი შენაძენი სწორედ თურქული წარმოშობის გერმანელი მოთამაშე გახდა, რომელიც "დორტმუნდში" 2011 წლიდან თამაშობს და ჩატარებულ 103 მატჩსი 10 გოლიც აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები