Aa
Aa

"ბარსას" რადარზე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა!

უახლეს კულუარულ ამბავს ავრცელებს ესპანური Fichajes.net, რომლის ცნობითაც ზაფხულში "კატალონიური "ბარსელონა" "ვალენსიას" ფლანგელის, ჟოაო კანსელოს გადაბირებას შეეცდება. 

ამ ტრანსფერის აუცილებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ დანი ალვეში "ნოუ კამპს" დატოვებს, რისი შანსიც, ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ საკმაოდ მაღალია. ყველაფრის მომგები ალვეში, დიდი ალბათობით, MLS-ში გადავა, კანსელო კი მის მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი "ღამურების" რიგებში 2014 წელს "ბენფიკადან" გადავიდა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები