სქოულზმა
Aa
Aa

სქოულზმა "იუნაიტედის" ზაფხულის 3 მთავარი სამიზნე გაახმაურა!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, პოლ სქოულზმა ამ გუნდის საამზაფხულო მთავარი სატრანსფერო სამიზნეები გაახმაურა და განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელები "მანკუნიანელთათვის", მართლაც, შესანიშნავი მატება იქნებოდა.

"მე ძალიან მომწონს ლუკა მოდრიჩი. ზოგი საუბრობს, რომ ის უკვე ასაკოვანია, თუმცა ფაქტია, რომ დიდებული ფეხბურთელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეახაზელია" - დაიწყო United We Stand-თან საუბარი სქოულზმა.

"ასევე დიდი სიამოვნებით მივესალმებოდი, რაფაელ ვარანის ვარიანტსაც, რომელსაც, ჩემი აზრით, ტოპ-კლასის მცველად ჩამოყალიბებისთვის ყველაფერ აქვს".

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კარგი შემტევი ნახევარმცველიც. ასეთად კი პოლ პოგბას დავასახელებდი და "იუნაიტედის" შეფების ადგილას, "ოლდ ტრაფორდზე" მისი დაბრუნებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებდი". - დაასრულა სქოულზმა, რომელსაც "წითელი ეშმაკების" გარდა არსად უთამაშია და კლუბის მაისურით ჩატარებულ 499 შეხვედრაში 107 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები