გერმანული ფეხბურთი სერიოზულ სკანდალში ეხვევა?
Aa
Aa

გერმანული ფეხბურთი სერიოზულ სკანდალში ეხვევა?

ძალიან საინტერესო და ამავე დროს, ავისმომასწავებელი ინფორმაცია ვრცელდება გერმანული სპორტული და არა მარტო სპორტული გამოცემების მეშვეობით, რომელიც FIFA-ს ეთიკის კომიტეტის განცხადებას ეყრდნობა. 

საქმე ისაა, რომ დაუდასტურებელი ცნობით მიმდინარეობს გამოძიება იმის გამო, რომ გერმენელებმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კანონის დარღვევით მოიპოვეს. ეს კანონდარღვევა კი დიდი ალბათობით, იმ ადამიანთა მოსყიდვაა, ვინც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ამ ქვეყანაში მუნდიალი ჩატარებულიყო. 

საქმეში ფიგურირებს ფრანც ბეკენბაუერის სახელი, რომელიც იმ დროს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის (DFB) ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. შემდეგ კი ჩემპიონატის სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ და სწორედ ამ კომიტეტს ბრალდება გადასახადების დამალვა და კონტრაქტებში თანხათა გადანაწილების შეუსაბამობა. რის გამოც არაა გამორიცხული, "კაიზერ ფრანცს" სერიოზული პრობლემები შეექმნას.

სახელდება მაშინდელი სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, მაგალითად ტეო ცვანზიგერი, შტეფან ჰანსი, ვოლფგანგ ნირშბახი და ა. შ. 

ასე რომ, გერმანული გამოცემები ძალიან სკანდალურ ამბებს აანონსებენ და ვნახოთ რა განვითარება მოყვება გერმანელი შეფების ამ შავ-ბნელ საქმეთა განხილვას. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები