სასიხარულო ინფორმაცია დორტმუნდის
Aa
Aa

სასიხარულო ინფორმაცია დორტმუნდის "ბორუსიას" გულშემატკივართათვის

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, „Bild“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობას, გუნდში მარიო გიოტცეს დაბრუნება აქვთ გადაწყვეტილი.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, „დორტმუნდი“ გიოტცესა და „ბაიერნს“ შორის არსებული უთანხმოების სათავისოდ გამოყენებას აპირებს და ფეხბურთელის დაბრუნებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცე „დორტმუნდში“ 2008-2013 წლებში ასპარეზობდა. „ბორუსიას“ მაისურით მან „ბუნდესლიგის“ 2-ჯერ მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები