ნეიმარს სასამართლომ ასტრონომიული ჯარიმა დააკისრა
Aa
Aa

ნეიმარს სასამართლომ ასტრონომიული ჯარიმა დააკისრა

კატალონიური "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი რიო დე ჟანეიროს სასამართლომ 45.9 მილიონი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნული ცნობა insideworldfootball-მა დღეს დილით გაავრცელა.

ნეიმარი სამშობლოში რამდენიმე კომპანიის მფლობელია, რომლებიც ბოლო წლებში გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, რამაც ეს საკმაოდ არასასიამოვნო შედეგი მოიტანა. 

ასე რომ, ნეიმარი და მისი კომპანიები ასტრონომიული ჯარიმის გადახდას, როგორც ჩანს, ვერ აცდებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები