ძალიან სასიხარულო ცნობა
Aa
Aa

ძალიან სასიხარულო ცნობა "რეალის" გულშემატკივართათვის

მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის ძალზედ სასიხარულო ცნობას ავრცელებს ესპანური AS. როგორც სააგენტო წერს, კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" ლონდონის "ჩელსისთან" ედენ აზარის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ზაფხულში ბელგიელი "სანტიაგო ბერნაბეუს" მიაშურებს. შეგახსენებთ, რომ აზარის გადაბირების მთავარი მოსურნე ზინედინ ზიდანია.

გასულ კვირას ამ თემაზე კომენტარი თავად აზარმაც გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ზიდანის ინტერესი, ის ფეხბურთელობისას ჩემი კუმირი იყო. დარწმუნებული ვარ ის საუკეთესო მწვრთნელი გახდება, მე კი მუშაობა მხოლოდ გამორჩეულებთან ერთად მსურს და დიდი პატივი იქნება თუ მისი ხელმძღვანელობით მუშაობის საშუალება მომეცემა". - განაცხადა "ჩელსის" ბელგიელმა შემტევმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი.

სახელდება სატრანსფერო ფასიც, საუბარია 78 მილიონ ევროზე, რომელსაც მადრიდელები ინგლისელებს გადაუხდიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები