შოკისმომგვრელი ცნობა მესის ფანებისთვის - უთანხმოება თუ სერიოზული კონფლიქტი?
Aa
Aa

შოკისმომგვრელი ცნობა მესის ფანებისთვის - უთანხმოება თუ სერიოზული კონფლიქტი?

სულ ცოტა ხნის წინ ფრანგულმა ჟურნალმა sportune-მა უახლესი ცნობა გაავრცელა, რომლის თანახმადაც საფეხბურთო სიმულატორის FIFA-სა და pro evolution soccer-ის დისკების გარეკანზე ლიონელ მესი აღარ იქნება გამოსახული და ცნობილია ის ფეხბურთელები, რომლებიც არგენტინელს ჩაანაცვლებენ.

საუბარია, მესის თანაგუნდელ ნეიმარსა და "რეალის" ვარსკვლავ ხამესზე. როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, 99%-ით გადაწყვეტილია, რომ ხსენებული საფეხბურთო სიმულატორების 2017 წლის გამოცემას მესის მაგივრად რეკლამას ბრაზილიურ-კოლუმბიური დუეტი გაუკეთებს.

კულუარებში ვარაუდობენ, რომ მესისა და EA SPORTS-ს შორის კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები