Aa
Aa

"სიტის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება!

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები, რაჰიმ სტერლინგი და ჯო ჰარტი საკუთარი გუნდის დახმარებას 3 კვირის მანძილზე ვერ შეძლებენ.

„ორივე მათგანს მუხლი აქვს გაზიანებული. ასეთ დროს კი როგორც წესი მკურნალობის პროცესს რამდენიმე კვირა სჭირდება. ვფიქრობ ისინი 3-4 კვირაში დაგვიბრუნდებიან“ - განაცხადა „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ჯო ჰარტმა მოედანი 50-ე წუთზე საკაცით დატოვა. რაჰიმ სტერლინგი კი პირველ ტაიმში იქნა შეცვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები