„მონაკო“ ტიულალანს 2017 წლამდე გაუხანგრძლივებს
Aa
Aa

„მონაკო“ ტიულალანს 2017 წლამდე გაუხანგრძლივებს

როგორც ფრანგული გამოცემა „L'Equipe იუწყება, „მონაკოს“ კაპიტანი ჟერემი ტიულალანი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელისა და კლუბის მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება, ხოლო ახალი კონტრაქტი 2017 წლამდე იქნება გათვლილი.

 

31 წლის ფრანგი ნახევარმცველი „მონაკოს“ 2013 წელს, ესპანური „მალაგადან“ შეუერთდა. მანამდე კი გამოცდილი ფეხბურთელი „ნანტისა“ და „ლიონის“ ღირსებას იცავდა.

 

მიმდინარე სეზონში ჟერემი ტიულალანმა საფრანგეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები