უბედური შემთხვევა დორტმუნდის „ბორუსიას“ სტადიონზე
Aa
Aa

უბედური შემთხვევა დორტმუნდის „ბორუსიას“ სტადიონზე

გერმანიის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრის დროს, როდესაც დორტმუნდის „ბორუსია“ „მაინცს“ მასპინძლობდა, „სიდნალ იდუნა პარკზე“ უბედური შემთხვევა მოხდა.

მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, „ბორუსიას“ ერთ–ერთ გულშემატკივარი გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა. ეს ადამიანი 80 წლის ერთგული ქომაგი იყო. ამავდროულად, კიდევ ერთი ადამიანი გახდა ძალიან ცუდად, რომელიც სამწუხაროდ საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს. როდესაც ეს ტრაგიკული ამბავი გულშემატკივრებმა გაიგეს, დორტმუნდელი ქომაგები სრულიად გაჩუმდნენ. მათ კი მალევე „მაინცის“ გულშემატკივრებიც შეუერთდნენ. თამაშის შემდეგ კი, ტომას ტუჰელი და მისი გუნდი გულშემატკივრებთან ერთად ასრულებდა ლეგენდარულ „You will never walk alone“-ს დაღუპულთა მხარდასაჭერად.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი „დორტმუნდის“ ლიდერმა მარკო როისმაც გააკეთა:

„თამაშის დროს არაფერი ვიცოდით სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე. მსაჯიც კი მოვიდა ჩემთან და მკითხრა რა მოხდა, რატომ გაჩუმდნენ ქომაგებიო. მატჩის შემდეგ ყველაფერი გვითხრეს. ამის ფონზე ეს თამაში არც ისე მნიშვნელოვანია. ეს ტრაგედიაა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა სწორი იქნება ეს ქომაგებისათვის მადლობის გადახდაა“ - განაცხადა მარკო როისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები