გიუნდოგანი მიდის!
Aa
Aa

გიუნდოგანი მიდის!

როგორც ავტორიტეტული გერმანული ტგამოცემა „Bild“ იტყობინება, ილქაი გიუნდოგანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დორტმუნდის „ბორუსიას“ აუცილებლად დატოვებს.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბორუსია“ უკვე დიდი ხანია სთავაზობს გიუნდოგანს ახალ ხელშეკრულებას, რომელზეც ილქაი პასუხს არ იძლევა. კლუბში უკვე დაიღალნენ გაურკვევლი სიტუაციით და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდებიან გიუნდოგანის გაყიდვას.

ძალიან ძლიერი ნახევარმცველის კონტრაქტი 2017 წლამდეა გათვლილი და ბუნებრივია, რომ „დორტმუნდს“ არ სურს მისი უფასოდ გაშვება, როგორც რობერტ ლევანდოვსკი დაკარგეს. შესაბამისად, გიუნდოგანის მხურველებს გააქტიურება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები