გუარდიოლა: „ბაიერნისთვის“ ხელმისაწვდომი მხოლოდ 16 ფეხბურთელია
Aa
Aa

გუარდიოლა: „ბაიერნისთვის“ ხელმისაწვდომი მხოლოდ 16 ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცმა პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ გერმანიის თასზე „ლევერკუზენთან“ შეხვედრაში მხოლოდ 16 ფეხბურთელი ჰყავს.

ოთხშაბათს გასამართ მატჩში „რეკორდმაისტერებს“ ტრავმების გამო არიენ რობენი, ფრენკ რიბერი, დავიდ ალაბა, ხავი მარტინესი, ტომ შტარკე და ბასტიან შვაინშტაიგერი დააკლდებათ.

„სამწუხაროდ ჩვენი ლაზარეთი გავსებულია. ეს ფეხბურთის ნაწილია და ჩემი სამსახური ამ პრობლემებიდან საუკეთესო გამოსავლის მოძებნაა. ბადშტუბერის თამაში საეჭვოა. უკანახაზელმა ვარჯიში დაიწყო და ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან. რათქმაუნდა „ბაი არენაზე“ მოსაგებად გავალთ. გუნდის მიზანია, რომ ყველა ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს.

ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი, მარიო გიოტცეზეც გააკეთა. გერმანელი შემტევი „დორტმუნდთან“ მატჩში სათადარიგო იყო და მოედანზე შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა.

„ვიცი, რომ გიოტცეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ძირითად შემადგელობაში თამაში სურდა. ის ბრწყინვალე მოთამაშეა. მარიო ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ვწუხვარ, რომ იგი სასტარტო 11 ფეხბურთელში ვერ მოხვდა, თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.“ - განაცხადა გუარდიოლამ

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები