მანჩინი: ეს უსამართლობაა
Aa
Aa

მანჩინი: ეს უსამართლობაა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ინტერი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მანჩინის გუნდს პირველი თამაში 3-0 ქონდა წაგებული, ყველასთვის მოულოდნელად „ნერიაძურიმ“ შეუძლებელი შეძლო და განმეორებით შეხვედრაში 3 ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. აი პენალტების სერიაში კი, „ინტერს“ არ გაუმართლა და იტალიის თასის გათამაშებას მაინც დაემშვიდობა. ამ ყველაფერზე მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ისაუბრა, რომელიც მომხდარით საკმაოდ განაწყენებული ჩანდა.

„მადლობელი ვარ ჩემი მოთამაშეების, რადგან მათ დიდებული მატჩი ჩაატარეს. ფინალში გასვლას ჩვენ ვიმსახურებდით და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ჩემპიონატში „ინტერი“ 18 ტურის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ მაინც გვაკრიტიკებდნენ. ახლა ზედიზედ რამდენიმე მატჩი წავაგეთ და უკვე აბსოლუტურად ყველა გვაკრიტიკებს. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ამას არ მივაქცევთ ყურადღებას. „იუვენტუსთან“ არც პირველ შეხვედრაში ვიმსახურებდით მარცხს. ყველაფერი ერთი შეცდომამ გადაწყვიტა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა, როდესაც „იუვენტუსმა“ მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა განახორციელა. ეს ნამდვილი უსამართლობაა და იმედი მაქვს, ბიჭები დაივიწყებენ ამ მარცხს პენალტების სერიაში. ჩვენ შეგვიძლია კარგი ფეხბურთის ჩვენება“ - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები