რისგან განთავისუფლდა პირლო ამერიკაში?
Aa
Aa

რისგან განთავისუფლდა პირლო ამერიკაში?

როგორც იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეა პირლო ამბობს, ის ამერიკაში ყოფნით ძალიან ბედნიერია. „მაესტროს“ განცხადებით, მას სამშობლოში ქუჩაში თავისუფლად სიარულიც არ შეეძლო, ნიუ იორკში კი მას ხალხი ყურადღებას არ აქცევს.

“თავისუფლად შემიძლია ქუჩაში ვისეირნო და ნებისმიერ რესტორანში ვისადილო. ეს ჩემთვის ძალიან ბევრ ნიშნავს. ამის გაკეთება იტალიაში შეუძლებელი იყო, რადგან თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ამერიკაში წავედი. 2017 წელს კონტრაქტი მეწურება, თუმცა აქ დარჩენაზე სერიოზულად ვფიქრობ“ - განაცხადა ანდრეამ.

შეგახსენებთ, რომ პირლო „ნიუ იორკ სიტიში“ გასულ ზაფხულს ტურინის „იუვენტუსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და ამერიკაში ხელფასის სახით წელიწადში 2.3 მილიონ დოლარს იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები