„მანჩესტერი“ „ნაპოლის“ ფეხბურთელში 80 მილიონს იხდის!
Aa
Aa

„მანჩესტერი“ „ნაპოლის“ ფეხბურთელში 80 მილიონს იხდის!

არგენტინის ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა კარიერა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას „Corriere dello Sport“ ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მანჩესტერულ კლუბში ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემთხვევაში, პორტუგალიელი სპეციალისტი იგუაინის გადაბირებას ეცვდება. ტრანსფერის ღირებულებამ კი შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკლები 80 მილიონი ევრო შეადგინოს. სწორედ ამდენის გადახდაზეა თანახმა „მანჩესტერ იუნაიტედი“.

აღსანიშნავია, რომ იგუაინმა ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ასე, რომ კლუბს მისი გაყიდვა მოუწევს. „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისი განცხადებით, კი იგუაინის საბაზრო ფასი 100 მილიონის ევროა!

მიმდინარე სეზონში იგუაინმა იტალიის ჩემპიონატში 27 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 25 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები