„ნაპოლი“ დანებდა? სარი იმედგაცრუებულია
Aa
Aa

„ნაპოლი“ დანებდა? სარი იმედგაცრუებულია

ბოლო პერიოდში „ნაპოლის“ საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის. „იუვენტუსთან“ მარცხის შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე „მილანთან“ ითამაშა ფრედ(1-1). გუშინ კი იგივე ანგარიშით „არტემიო ფრანკიზე“ „ფიორენტინას“ დაუზავდა.

ასეთ ფორმაში „იუვენტუსის“ კონკურენტები ჩვენ ნამდვილად ვერ ვიქნებით. ჩამორჩენა დაახლოებით იგივეა, თუმცა უფრო მეტი შანსია, რომ ეს სხვაობა გაიზარდოს, ვიდრე შემცირდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობთ, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ და ლიდერს უფრო მეტად არ ჩამოვრჩეთ. „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში მძიმე ოცი წუთი გადავიტანეთ სტარტზე. საკუთარ ჯარს ვიყავით მიჯაჭვული და ბურთზე კონტროლი ვერ დავაწესეთ. მეორე ნახევარში მეტოქეზე მეტი მომენტი შევქმენით. ვფიქრობ, ეს კარგი მატჩი იყო იტალიური ფეხბურთის რეკლამისთვის. მაყურებელმა იხილა სწრაფი, ტექნიკური და დაძაბული დაპირისპირება“ – განაცხადა მაურისიო სარიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები