„მანჩესტერმა“ თვალი „იუვენტუსის“ ვარსკვლავს დაადგა
Aa
Aa

„მანჩესტერმა“ თვალი „იუვენტუსის“ ვარსკვლავს დაადგა

„Metro“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ტურინის „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი გაიფორმოს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტრანსფერში „მანკუნიანელებს“ ისეთი გუნდები ეცილებიან, როგორებიც, „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან, მათ იტალიელი მცველის დამატების იმედი მაინც აქვთ და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ლონდონის „ჩელსიში“ ბონუჩის მიყვანა ანტონიო კონტეს სურს, რომელიც დიდი ალბათობით „არისტოკრატებს“ ზაფხულში ჩაიბარებს. გუარდიოლაზე კი, 28 წლის მცველმა „ჩემპიონთა ლიგის“ პირველი მერვედფინალური მატჩის (იუვენტუსი - ბაიერნი 2-2) დროს უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და კატალონიელს მისი ხილვა „მანჩესტერ სიტიში“ სურს. ასე, რომ ბონუჩი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება და ვნახოთ, თუ რომელ გუნდში აღმოჩნდება საბოლოოდ 28 წლის იტალიელი მცველი.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები