სასიხარულო ინფორმაცია
Aa
Aa

სასიხარულო ინფორმაცია "ინტერის" გულშემატკივრებისთვის!

სეზონის პირველი ნახევრისგან განსხვავებით, ახალი წლის შემდეგ, მილანის „ინტერის“ საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის. ამ მომენტში, „ნერიაძური“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს და „ჩემპიონთა ლიგაზე“ გამსვლელ მე-3 ადგილს 5 ქულით ჩამორჩება. ამ ყველაფრის გამო, კლუბში რობერტო მანჩინის პოზიციებიც შეირყა და როგორც ესპანური გამოცემა „Sport.es” იუწყება, „ნერიაძურის“ ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება უკვე დაიწყო. საუბარი კი არც მეტი არც ნაკლები, მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელ, დიეგო სიმეონეზეა, რომელსაც მილანელებმა ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონი ევრო შესთავაზეს.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ინტერის“ ხელმძღვანელობამ დიეგო სიმეონესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და არგენტინელ სპეციალისტს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის განმავლობაშიც იგი 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები