„ბარსელონა“ ჟერომ ბოატენგით დაინტერესდა
Aa
Aa

„ბარსელონა“ ჟერომ ბოატენგით დაინტერესდა

Marca“-ს ინფორმაციით „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალური მცველით, ჟერომ ბოატენგით დაინტერესდა.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, კატალონიელთა სატრანსფერო კომისიის წევრი, კარლეს რეშაკი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. „ბარსელონას“ ბოატენგის შეძენა და მისი 2016 წლამდე „ბაიერნში“ არენდის წესით დატოვება სურს. სწორედ ამ დროისთვის ეწურაბათ კატალონიელებს, „ფიფას“ მიერ დაკისრებული სანქცია.

 

„ბარსელონას“ ბოატენგის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა და მასში 35 მილონ ევროსაც იხდიდა, თუმცა მაშინ მიუნხენელებმა ფეხბურთელში 39 მილიონი მოითხოვეს, რისი გადახდაც კატალონიელებმა არ მოესურვეს და ამის გამო ეს ტრანსფერი არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები