Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" და კარი მორიგ რეკორდებს ამყარებენ

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ორლანდოს” 130:114 მოუგო. “ოქროს შტატელებმა” 57 შეხვედრიდან 52 მოიგეს და მხოლოდ 5 წააგეს, რაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

ამავდროულად, “გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ ნბა-ს ყველა დროის რეკორდი დაამაყარა. გამთამაშებელმა ზედიზედ 128 შეხვედრაში მინიმუმ ერთი სამქულიანი ჩააგდო, კარიმ “ატლანტას” მსროლელ კაილ კორვერს გადაასწრო, რომელსაც ზედიზედ 127 შეხვედრაში ჰქონდა მინიმუმ ერთი სამქულიანი ჩაგდებული.

სტეფ კარიმ “ორლანდოს” დამარცხებაშიც ლომის წილი დაიდო, მან მეტოქეს 51 ქულა ჩაუგდო: 15-დან 10 სამქულიანი, 12-დან 10 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

სტეფ კარიმ ზედიზედ 128 შეხვედრაში მინიმუმ ერთი სამქულიანი ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები