ჯო ჯონსონი
Aa
Aa

ჯო ჯონსონი "ბრუკლინიდან" წავიდა

“ბრუკლინის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბი და ჯო ჯონსონი კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნბა-ს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა კალათბურთელმა ნიუ იორკული კლუბი დატოვა და ჯერჯერობით უგუნდოდაა. გავრცელებული ინფორმაციით ჯონსონის დამატება “კლივლენდ კავალიერსს” სურს.

ჯო ჯონსონმა ნბა-ში კარიერა 2001 წელს “ბოსტონში” დაიწყო, 2002-2005 წლებში “ფინიქსის” ღირსებას იცავდა, შემდეგ 2005-2012 წლამდე“ატლანტაში” ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო, ბოლოს კი “ბრუკლინში” თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები