დეპაის რეკორდი
Aa
Aa

დეპაის რეკორდი

გუშინ,„ევროპის ლიგის“ მეთექვსმეტედფინალის განმეორებით შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა, რითაც პირველ მატჩში განცდილი მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მემფის დეპაი გახლდათ. საქმე იმაშია, რომ 22 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, ამ ტურნირის ისტორიაში (2009-10 წლების სეზონის შემდეგ) რეკორდი დაამყარა. დეპაიმ გუშინდელ შეხვედრაში 14 დრიბლინგი შეასრულა, ასეთი მაჩვენებელი კი აქამდე ამ ტურნირზე არავის ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები