ნეპოტიზმი მადრიდის „რეალში!
Aa
Aa

ნეპოტიზმი მადრიდის „რეალში!

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სამეფო კლუბის მეორე გუნდიდან საკუთარი ვაჟი ენცო ზიდანი გამოიძახა. ენცო “რეალის” მეორე გუნდ „კასტილაიში“ თამაშობს და არც თუ ისე მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა. მას 24 თამაშში მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი, მაშინ როცა თითქმის 21 წლისაა. ასეთი მოცემულობით პირველ გუნდში გამოძახება ეჭვს ბადებს, მითუმეტეს, რომ მადრიდული კლუბი შემტევი ფეხბურთელების ნაკლებობას არ განიცდის, პირიქით საჭიროზე მეტიც ჰყავს. ენცოს გარდა პირველი გუნდიდან მარტინ ედეგორი, მარკოს ლორენტე და კარლოს აბადი იქნენ დამატებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები