Aa
Aa

"ჩელსიში" ჰიდინკის შემცვლელი ცნობილია!

სულ რამდენიმე წუთის წინ პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემებმა ძალიან საინტერესო ახალი ამბავი გაავრცელეს. მათი თქმით, "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა ამჟამად იტალიის ნაკრების თავკაც ანტონიო კონტესთან შეთანხმებას მიაღწია და მომავალი სეზონიდან "ლურჯების" ფეხბურთელები სწორედ იტალიელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ.

ჩვენი კოლეგებისთვის შეთანხმების დეტალებიც გახდა ცნობილი, საუბარია 3 წლიან კონტრაქტზე და წლიურად ხელფასის სახით 6.5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე, რაც ძალიან სერიოზული თანხაა, თუმცა რუსმა მილიარდერმა კარგა ხანია მიგვაჩვია, რომ მსგავს გარიგებებში ხელმომჭირნეობა დიდად არ უყვარს. 

ყოველივე ამის გასამყარებლად ბრიტანულ პრესაში იმასაც ამბობენ, რომ კონტემ ინგლისური ენის შესწავლა უკვე დაიწყო...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები