Aa
Aa

"მანჩესტერი" "ბარსას" ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს...

საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებენ ბრიტანული ტაბლოიდები. საქმე ეხება კატალონიური "ბარსელონას" 25 წლის მცველ მარკ ბარტრას, რომლის გადაბირებაც ერთ-ერთ ინგლისურ გრანდს, კერძოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფრიად მონდომებია. 

"იუნაიტედს" დაცვაში კარგი მდგომარეობა რომ არ აქვს ეს არახალია, გუნდის ხელმძღვანელები კი უკანა ხაზის გაძლიერებას სწორედ ახალგაზრდა ესპანელით აპირებენ. ამ ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ბარტრას "ბლაუგრანაში" დიდად არ ენდობიან და ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად არ ათამაშებენ.

ასე რომ, თუკი "მანკუნიანელები" საქმეს სერიოზულად მოეკიდებიან, სრულიად რეალურია, რომ გარიგება შედგეს და ბარტრა, რომელიც "ბარსელონას" მთავარ გუნდში 2010 წლიდან ირიცხება (55 თამაში, 4 გოლი), ნისლიანი ალბიონის გზას დაადგეს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები