ტოჰირს
Aa
Aa

ტოჰირს "ინტერი" მობეზრდა?

დღეს, იტალიურმა გამოცემა, „La Gazzetta Dello Sport“-მა, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნულ წყაროს თუ დავუჯერებთ, მილანის „ინტერის“ მფლობელი, ერიკ ტოჰირი კლუბის გაყიდვის ალბათობას განიხილავს. როგორც ცნობილი იყო, ბიზნესმენი კლუბში ინვესტიციების მოზიდვას გეგმავდა, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, ტოჰირმა „Goldman Sachs“-ს არამხოლოდ ახალი პოტენციური ინვესტორების, არამედ მყიდველთა მოძებნაც დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ტოჰირმა მილანური კლუბი 2013 წელს შეიძინა და მას შემდეგ „ნერიაძურის“ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები