ეს მისი დამსახურებაა. ვის ემადლიერება მანუელ პელეგრინი?
Aa
Aa

ეს მისი დამსახურებაა. ვის ემადლიერება მანუელ პელეგრინი?

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, „მანჩესტერ სიტი“ კიევის „დინამოს“ ეწვია და მეტოქე საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა, რითიც გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. აღნიშნული მატჩის შემდეგ, კომენტარი „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ გააკეთა, რომელმაც აღნიშნული შედეგი მთლიანად იაია ტურეს დამსახურებად მიიჩნია.

„ახლა ყველასთვის ნათელია, თუ რატომ ვითამაშე „ჩელსისთან“ მეორე შემადგნელობით. კრიტიკას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ყოველთვის ვიცი რასაც ვაკეთებ. ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა და ვალდებულნი ვიყავით, რომ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად, გარკვეულ მსხვერპლზე წავსულიყავით. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. მიუხედავად ამისა, მაინც არ შეიძლება მოდუნება. პირველ ტაიმში გაცილებით უკეთესად ვმოქმედებდით, თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა მეტოქეს დავუთმეთ და დავისაჯეთ კიდეც. თუმცა შემდეგ საქმეში იაია ტურე ჩაერთო რომელმაც შექმნა შედეგი, ის დღეს საუკეთესო იყო“ - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები