„ბარსელონას“ კიდევ ერთი პირადი რეკორდი
Aa
Aa

„ბარსელონას“ კიდევ ერთი პირადი რეკორდი

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „არსენალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 0-2 დასრულდა.

ორივე ბურთი კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ გაიტანა. ხოლო, მეორე გოლი „ბარსელონასთვის“ ოფიციალურ შეხვედრებში მე-10 000 გატანილი ბურთი გამოდგა.

კატალონიურმა გრანდმა 10 000 გოლის გატანა 4375 შეხვედრაში მოახერხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონა“ თითოეულ შეხვედრაში საშუალოდ 2,28 გოლს იტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები