მიზეზი, რის გამოც ვიდალმა „მანჩესტერს“ „ბაიერნში“ გადასვლა ამჯობინა
Aa
Aa

მიზეზი, რის გამოც ვიდალმა „მანჩესტერს“ „ბაიერნში“ გადასვლა ამჯობინა

გასულ ზაფხულს არტურო ვიდალი ძალზედ ახლოს იყო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან. ფეხბურთელის თქმით, შემოთავაზება გაცილებით უფრო სარფიანი იყო იმაზე, ვიდრე მას ამჟამინდელმა კლუბმა გაუკეთა. ვიდალმა იმ მიზზებზე ისაუბრა, რომლის გამოც მან „პრემიერლიგაში“ თამაშს, მიუხენის „ბაიერნში“ გადასვლა ამჯობინა:

„დიახ, გასულ ზაფხულს იყო იმის შანსი, რომ ინგლისში გადავსულიყავი, ძალიან მომეწონა მათი შემოთავაზება და ერთ მომენტში მეგონა კიდეც რომ ჩემი კარიერა „ნისლიან ალბიონზე“ გაგრძელდებოდა. თუმცა ამის შემდეგ „ბაიერნის“ წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და ყველაფერი შეიცვალა. მე მინდოდა უძლიერეს გუნდში გადასვლა, რომელსაც კიდევ უფრო კარგი სამომავლო პროექტი აქვს. ამას გარდა გერმანიაში ჩემი მეუღლე და შვილები თავს შესანიშნავად გრძნობენ. ეს ყველაფერი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „პრემიერლიგაში“ თამაშს, მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა მერჩია“ - განაცხადა არტურო ვიდალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები