რობენი: ვერ ვხვდები რა მოხდა
Aa
Aa

რობენი: ვერ ვხვდები რა მოხდა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ტურინის „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს" დაუპირისპირდა. „რეკორდმაისტერი“ შეხვედრას 2 ბურთით იგებდა, თუმცა საბოლოოდ მიუნხენელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და მატჩიც საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, კომენტარი „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა გააკეთა, რომელიც მოვლენების ამგვარი განვითარებით გაკვირვებას ვერ მალავდა.

„შედეგით ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან როდესაც მატჩს 2-0 იგებ, ეს შედეგი უნდა შეინარჩუნო. როდესაც თამაშს ისეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ აკონტროლებ, როგორიც „იუვენტუსია“, მაშინ მატჩი აუცილებლად უნდა მიიყვანო დადებით შედეგამდე. ვერ ვხვდები თამაშის ბოლო ნახევარ საათში რა მოხდა. ფაქტია, რომ რაგაც დაგვაკლდა და მეტოქეც აქტიურ პრესინგს ანხორციელებდა. თუმცა ახლა მთავარია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და განმეორებითი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ – განაცხადა რობენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები